"ყაზტრანსგაზ-თბილისის" საგანგაშო სტატისტიკა! -კომპანიის მონაცემებით, გასულ თვეს მათ 7 ათასზე მეტი ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაჭრეს. მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ისინი მანამდე ბინის მეპატრონეებმა კუსტარულად ქსელზე ხელახლა დააერთეს. ყველაზე მეტი ღიაკამერიანი აკრძალული გაზდანადგარი სამგორის რაიონში დაფიქსირდა.
წყლის გამაცხელებლების განმეორებითი ჩაჭრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი წყნეთში იყო.
"ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ღიაკამერიანი გაზდანადგარების კუსტარული მონტაჟი აკრძალულია.