17 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!-ევროპის პარკში ევროპის დღეები აღნიშნეს

ევროპის პარკში ევროპის დღე აღნიშნა. სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით რიყეზე გაშლილი იყო კარვები, სადაც ევროპის სხვადსხვა ქვეყნის შესახებ ინფორმაცია იყო წარმოდგენილი.

ექსპოზიცია საქართველოს პრემიერმა, თბილისის მერმა და ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერეს. 

ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც. ქვეყნის პირველმა პირებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ევროპის დღეს რიყეზე კონცერტით დასრულდა.

„ჩვენი ჩრდილოეთის მეზობლის მიუხედავად და მის მიერ დაწყებული ომის მიუხედავად ჩვენ შევძელით ის, რომ არ შეგვეცვალა ის გეზი და ალბათ ყველაფერის მიზეზი და მოტივაცია ამ მეზობლისთვის იყო სწორედ ეს, რომ რამენაირად შეეცვლებინა საქართველოსთვის ეს მისი, მის მიერ არჩეული გზა. ეს არის ის ჩვენი მისწრაფება რაც ჩვენ გვინდა. მეტი უსაფრთხოება, მეტი განვითარება, მეტი ეკონომიური წინსვლა რაზედაც გვეხმარებიან და მივდივართ ამ მიმართულებით. მოკლედ მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც. კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს ძლიერი და მჭიდრო კავშირი. 

"შეგვიძლია ვიზეიმოთ ძალიან ახლო კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ფაქტია, რომ ეს კავშირები ასეთი ახლო არასოდეს ყოფილა, როგორც ახლა. ამ რვა თვის განმავლობაში რაც ელჩი ვარ ყოველ დილით ვიღვიძებ იმ შეგრძნებით რამდენად შთამაგონებელი და მნიშვნელოვანი მისია გვაქვს ჩვენ. ეს არის მისია, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოში და დავეხმაროთ ყველა მოქალაქეს იყოს წარმატებული და რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა,"-განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

დღის ამბები