27 აპრილი 2024,   01:44
ვრცლად
პუტინის ტრადიციული პოლკი ჭავჭავაძის გამზირზე-9 მაისს პრორუსული ძალები ე.წ. უკვდავების მარშისთვის ემზადებიან

ე.წ. უკვდავების მარში - პუტინის მიერ დაარსებული ცნობილი მარში 9 მაისს სავარაუდოდ ჭავჭავაძის გამზირზე გაიმართება. არსებული ინფორმაციით პუტინის მარშს 9 მაისს ორგანიზებას პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები უწევდნენ, მათშორის არის ევრაზიული კავშირი. როგორც ცნობილია მათ უკვე მიმართეს მერიას ნებართვისთვის. ოფიციალურად „უკვდავების მარშით“ პატივს მიაგება იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ მეორე მსოფლიო ომში. თავად რუსეთში უკვდავების მარშს თავად პუტინი ხელმძღვანელობს. მსვლელობის მონაწილეებს, რომელიც სავარაუდოდ გაიმართება ჭავჭავაძის გამზირზე, ექნებათ საბჭოთა სიმბოლიკები და ასევე ე.წ. გეორგიევსკის ბაფთები. 

დღის ამბები