რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 72 წლის ამირან მელაძე ცხინვალის ციხიდან 3-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
ის ამ წუთებში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება.
რის სანაცვლოდ გაათავისუფლეს ოკუპანტებმა, ამის შესახებ ამირან მელაძე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 72 წლის მოხუცი რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს.