17 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში კიდევ ერთხელ დაიბარეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კიდევ ერთხელ დაიბარეს. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა უწყებაში ხვალ უნდა გამოცხადდეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ი ტერორისტული აქტის დაგეგმვას ედავება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროვა, რომლის ფიგურანტები, უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი არიან.

სუს-ის ინფორმაციით, პანკისში წელიწადნახევრის წინ ლოგინში ჩაცხრილული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ტერორისტულ აქტს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, მამის სასაფლაოზე სოფელ, მაჩხაანში აპირებდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები