17 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
სტიქია კახეთში - ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა

კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ ასეულობით ჰექტარი ვენახი დააზიანა. განსაკუთრებით რთულია ვითარება სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ქვემო ბოდბის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ სეტყვამ ერთწლიანი  ნარგავები, სიმინდის ნათესები და ვენახები გაუნადგურა. სტიქია დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა.

ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ გამოყენებული იქნა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები თუმცა, ეს ღონისძიება არაეფექტური აღმოჩნდა.

„20 წუთი მოდიოდა სეტყვა, ეს ადგილები იყო სულ თეთრად. მოსავლის გარეშე ვართ. მინდორიც გაფუჭდა,“-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული. 

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი მოსავალია.

ხელისუფლებაში კი ვერ აკონკრეტებენ რა სახის დახმარებას გაუწევენ მოსახლეობას. ამ ეტაპზე მხოლოდ ზარალის დათვლა მიმდინარეობს. 

სიღნაღის გარდა, დაზარალებულია ასევე თელავის მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები