17 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტი დათო ლაღიძე და კლუბ „ბასიანის" ერთ-ერთი მფლობელი ზვიად გელბახიანი დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი დათო ლაღიძე და კლუბ „ბასიანის" ერთ-ერთი მფლობელი ზვიად გელბახიანი პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, ბასიანის მიმდებარე ტერიტორიაზე გელბახიანი და ლაღიძე შეესწრნენ სხვა პირების ჩხრეკას, გამოესარჩლნენ მათ და პოლიციამ ისინი ხელის შეშლის არგუმენტით დააკავა, თუმცა რამდენიმე საათში გამოუშვეს.

„ჩვენ ქვეყანაში, პოლიცია სამწუხაროდ დღეს არის მხარე და არ არის ხალხის სამსახურში, არამედ არის ბინძური მიზნების შესასრულებლად გამზადებული. ერთ-ერთ ასეთ ფაქტს შეესწრნენ გელბახიანი და ლაღიძე, ჩაერივნენ მშვიდად, წყნარად, სამოქალაქო ენით. მოხდა შელაპარაკება“ - აღნიშნა კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებლმა

დღის ამბები