17 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
ცხოველებისთვის კუდისა და ყურების მოჭრა შესაძლოა, აიკრძალოს - ახალი კანონპროექტი

საკანონმდებლო ორგანო შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს. რამდენიმე დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე დადებითი დასკვნა ბიუროს სხდომამ უკვე გასცა.

ინიციატივის თანახმად, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად მიიჩნევა კუდისა და ყურების მოჭრა.

კანონპროექტის მიხედვით, სასტიკ მოპყრობად ჩაითვლება კლანჭებისა და ეშვების დამახინჯება, ხმის იოგების მოცილება და სხვა ვეტერინარული პროცედურები, რომელიც ცხოველის გარეგნობისა და ფიზიოლოგიური ფუნქციების შესაცვლელად იქნება გამიზნული.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, შესაძლოა, ცხოველთა ორთაბრძოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალოს.

დღის ამბები