17 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
„კრისტალბეთმა“ თბილისის "დინამოს" თასების მფლობელთა თასის ფინალში გამარჯვებიდან 38 წლის გასვლასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა

თბილისის "დინამოს" თასების მფლობელთა თასის ფინალში გამარჯვებიდან 38 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით კომპანია "კრისტალბეთმა" ღონისძიება გამართა, სადაც გამოჩენილი ვეტერანი ფეხბურთელები მიიწვია.

1980-1981 წელს თბილისის "დინამომ" იენის "კარლცაისი" ფინალში ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

„ეს იყო უპრეცენდენტო წარმატება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ჩვენ ვალდებულები ვართ რომ გვახსოვდეს ის წარმატებული სპორტსმენები ვინც ეს თასი მოიგო. საღამოს აღნიშვნა ჩვენ მივუძღვენით თბილისის „ დინამოელებს,“ იმ ძველ თაობას, რომელმაც თასი მოიგეს. ზოგადად, ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ იყოს ქართული ფეხბურთის ქომაგი,“- განაცხადა  „კრისტალბეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კობა გიგლემიანმა.

დღის ამბები