კანში დღეს რიგით 72 -ე კინოფესტივალი იხსნება. ჟიურის წევრები მექსიკელი რეჟისორის ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს ხელმძღვანელობით უკვე კანში არიან.
წელს ჟიურის შემადგენლობაში დოკუმენტალისტი და მსახიობი მაიმოუნა ნ"დიაიე იქნება, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის ოთარ იოსელიანის ფილმიდან, "პეპლებზე ნადირობიდანაა" ცნობილი.
საკონკურსო ფილმების სიაში 21 ნამუშევარია. კინოფესტივალს უბრუნდება კვენტინ ტარანტინო, მისი ახალი ფილმით "ერთხელ ჰოლივუდში," რომელშიც ბრედ პიტი და ლეონარდი დიკაპრიო მონაწილეობენ.
კინოფესტივალს დღეს ჯიმ ჯარმუშის ბოლო ნამუშევარი სახელწოდებით "მიცვალებულები არ კვდებიან" გახსნის.