ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანიასთან შესაძლოა კონტრაქტი შეწყდეს - კომპანია „ნილის“ დირექტორი ადასტურებს, რომ მას საბანკო ოპერაციებთან წვდომა შეზღუდულ აქვს.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კომპანია „ნილის“ ანგარიშებს ინკასო დაედო. კახა კალაძის მოადგილე ამბობს, რომ კომპანია, საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს და შესაძლოა "ნილთან" ხელშეკრულება საერთოდ გაუქმდეს.
კახა გიორგაძის მტკიცებით, ეს დროებითი შეფერხებაა და ამბობს, რომ ამის გამო საბავშვო ბაღების კვების საკითხს პრობლემა არ შეექმნება. კომპანია ”ნილის” დირექტორი ვარაუდობს, რომ პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.
„საბანკო ანგარიშებთან, რამდენიმე ხანი არ მაქვს წვდომა, რაღაც დავალიანებასთან დაკავშირებით.. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოსწორდება ეს ჩვენი პრობლემა. ბაღებთან მიმართებაში, კვებითი მომსახურების მხრივ, პრობლემა არ შეიქმნება,“ – ამბობს კახა გიორგაძე.