17 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძრისკენ მიემართებიან 

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა დაიწყო. რესპუბლიკურ მოედანზე შეკრებილები სამების ტაძრისკენ მიემართებიან.

მოედანზე რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ „ქართული მარშის“ წევრები. მთავრობის ადმინისტრაციასთან კი პოლიტიკური მოძრაობა „ალტერნატიული საქართველოს“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ.  

ისინი რესპუბლიკის მოედანზე მყოფ, საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" წარმომადგენლებს შეუერთდნენ. შეკრებილები სამების საკათედრო ტაძართან მსვლელობით მივლენ.

მსვლელობის მონაწილეებმა ოჯახური სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ოჯახი არის ადგილი, სადაც ადამიანი ყალიბდება, სადაც ადამიანი სწავლობს, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან. ეკლესიამ სპეციალურად დააწესა ეს დღე, რომ ადამიანებმა გაიაზრონ თუ მათთვის რა არის ოჯახი და როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ ადამიანები ოჯახში,“ - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

ამას გარდა, ისინი ლგბტ პირებს მოუწოდებენ, რომ საკუთარი შეხედულებების საჯარო დემონსტრირებისგან თავი შეიკავონ.

აქციაზე ასევე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

„ეს არის აღნიშვნა ამ დღის და იმ პოზიციების და ფასეულობების დემონსტრირება, რომელისაც ჩვენი ერი მისდევს საუკუნეები და რომელსაც უფრთხილდება, რაც არის ჩვენი ცხოვრების არსი, ყველაზე ფასეული ადამიანის ცხოვრებაში არის მისი ოჯახი,“ - განაცხადა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარშანიამ.

დღის ამბები