17 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
ბავშვები პატარები არიან და ბევრი შეჭამეს და ეგ იყო - აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი სახელისუფლებო ღონისძიებაზე მოწამლულ ბავშვებზე საუბრობს

სოფელ რუხში არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამართული „აფხაზეთობიდან“ მოზარდები ინტოქსიკაციის სიმპტომებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოჩდნენ.

როგორც გაირკვა შეხვედრაზე, რომლეშიც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელებთან ერთად სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატი მონაწილებდა, ბავშვებს ნაყინით გაუმასპინძლდნენ, რის შემდეგაც 4 არასრულწლოვანს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

მას შემდეგ რაც მოზარდების ჰოსპიტალიზაციის შესახებ გახდა ცნობილი, კლინიკაში აფხაზეთის მთავარობის წარმომადგენელი მივიდა, თუმცა რეზო ქობალიამ საავადმყოფო "კურიერის" კამერის გამოჩენის შემდეგ, სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა.

თუმცა, შემდეგ "კურიერთან" სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ბავშვები მოინახულა და მოუწოდა ოპონენტებს, თემით სპეკულაციას თავი აარიდონ.

„მე უბრალოდ დამირეკეს, ცუდად არიანო. ვინახულე ბავშვები, არაფერი გართულება, არაფერი სერიოზული პრობლემა, სამს ახლავე გაუშვებენ, ერთი შეიძლება დატოვონ. ნურავინ ნუ დაიწერს ამისთვის პოლიტიკურ ქულას, ბავშვები პატარები არიან და ბევრი შეჭამეს და ეგ იყო,“ - განაცხადა რეზო ქობალიამ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, სულხან ორჟონია ამბობს, რომ ბავშვები მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს საავადმყოფოში.

„112-ის სამსახურის მიერ კლინიკაში შემოყვანილი იქნა 4 მცირეწლოვანი ბავშვი, ერთი გოგონა და სამი ბიჭი. შემოყვანილ იქნა მსუბუქი კვებითი ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსით, გულის რევის შეგრძნებით, ღებინებით, 4-ვე მათგანი მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. ოთხივე მათგანის მდგომარეობა ამ წუთისთვის არის დამაკმაყოფილებელი, უგრძელდებათ შესაბამისი მკურნალობა,“ - განაცხად სულხან ორჟონიამ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე აფხაზეთობაზე დარიგებულმა ნაყინმა ბავშვები მოწამლა.

„მთავრობამ დააანონსა, რომ დღეს იქ აფხაზეთობას აღნიშნავდნენ. პატარა ბავშვები სკოლებიდან და ყველა აფხაზეთიდან მოსახლეობა იყო იქ შეკრებილი. მე, როგორც მაქვს ინფორმაცია, ბავშვებმა მიირთვეს ნაყინი და მოხდა ინტოქსიკაცია ბავშვების. ბავშვებს დაურიგა თვითონ აფხაზეთის წარმომადგენლობამ, გაიღო ხარჯები,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

აფხაზეთობაზე კი, რომლის ორგანიზატორიც აფხაზეთის მთავრობაა, ზუგდიდის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატი, გიორგი შენგელია ესწრებოდა. აღნშნულ ღონისძიებაზე მხოლოდ სახელისუფლებო კანდიდატი იყო მიწვეული.

 

დღის ამბები