17 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
შიმშილობის მეორე დღე ჭიათურაში - მაღაროელებმა კარვები გაშალეს 

შიმშილობის მეორე დღე - ჭიათურის მაღაროს თანამშრომლებმა, ჭიათურის მერიის წინ კარვები გაშალეს. მაღაროელების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობაა არ შეწყვეტენ. ჭიათურაში 15–მა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

გაფიცულები ხელფასების 50%-ით ზრდას, სამუშაო პირობებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას, ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას მოითხოვენ. მოთხოვნები ადმინისტრაციას წერილობით უკვე გადაეგზავნა. 

„პროტესტი გრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენ აქ მოვიტანეთ კარვები და ღამესაც კარვებში გავათევთ. თუ არ შეგვისრულებენ მოთხოვნას, ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა,“-აცხადებენ მაღაროელები.

გაფიცულები ასევე სამუშაოზე დაბრუნების შემთხვევაში გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები