17 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
სოფელ აკურის საჯარო სკოლაში მოწამლული სამი მოსწავლე - მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 

მოსწავლეების ინტოქსიკაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საუბარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მოწამვლის ფაქტზე.

შსს- ს ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება 124-მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სოფელ აკურის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, მოზარდები სახლში გაწერეს.

დღის ამბები