17 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ხმაური მთაწმინდაზე - ახალგაზრდები სუს-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო ცოტახნის წინ მთაწმინდის რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც უბნის ახალგაზრდებს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები შეხვდნენ.

ადგილზე მისულ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ და კამერის დამტვრევა სცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩევლისთვის, ხმების სანაცვლოდ, თანხის დარიგება სწორედ ამ უბანზე ხდებოდა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ მათ უბანში სუს-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. „შეამოწმა სიტუაცია, რა ხდებოდა... მოვიდნენ, გაგვესაუბრნენ,“ - ამბობს ადგილობრივი, თუმცა, რაზე ისაუბრეს, არ აკონკრეტებს.  

დღის ამბები