სისტემა, რომელიც საგანგებოდ არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა -
ზუგდიდში, მედიაციის ცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც არსებულ დარღვევებზე ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. გარდა ამისა, ამავე მიზნით შესაძლებელია დაკავშირება "ძალა ერთობაშიას" ვებ გვერდზეც www.dzalaertobashia.ge
მედიაციის ცენტრში შესული ნებისმიერი ინფორმაცია დამუშავდება და ოპოზიციის მხრიდან მოხდება მყისიერი რეაგირება.
„ცხელი ხაზი მუშაობს. 2 110 245 ეს ცხელი ხაზი მუშაობს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით. ანუ ნიშნავს, რომ ნებისმიერი დარღვევა, ზუგდიდში იქნება თუ სხვა უბნებზე სადაც არის შუალედური არჩევნები, ყველას შეუძლია, რომ მოგვაწოდოს ეს დარღვევები. რაც შეეხება ჩვენს ტექნოლოგიურ მზაობას ამ ყველაფრისთვის, სამი კომპონენტისგან შედგება. ცხელი ხაზი, მეორე ეს არის დარღვევების რუკა. ანუ აქ აისახება მყისიერად რომელ უბანზე მოხდება. სიახლე რაც არსი ამ არჩევნებზე ეს არის 200-ზე მეტი ლაივ კამერა, რომელიც ფეისბუქის მეშვეობით გადაიცემა სანდრა რულოვსის უშუალო გვერდზე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ცხელი თემები,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ზუგდიდში ასევე მოხდება დრონის გამოყენებით კონტროლი. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მოხდება ასევე სახის ამოცნობის პროცედურები, იმისთვის რომ ერთი და იგივე ადამიანი არ მივიდეს სხვადასხვა უბანზე ხმის მისაცემად.