17 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
"რუსულ კომპანიებსაც მივესალმებით, თუ ისინი საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებენ" - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი რუსული კომპანიების  საქართველოში ინვესტირების მომხრეა. კახა კალაძის განცხადებით, მიესალმება ყველა იმ კომპანიებს, მათ შორის რუსულსაც, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებენ.

„რუსულ კომპანიებსაც მივესალმებით, თუ ისინი საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებენ, არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენი მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა,“- განაცხადა კალაძემ.

მან ასევე რუსული წარმომავლობის კომპანია „ICAR“- თან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც საქართველოში ე.წ. „ ქარშეარინგის“  პროგრამას ხელმძღვანელობს. კალაძე აღნიშნულ პროექტსაც მხარდაჭერას უცხადებს.

სხვაგვარი შეფასება აქვთ ექსპერტებს, რომლებიც თვლიან, რომ რუსული აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს პერსონალური მონაცემები შეჰყავს,  ოკუპაციის პირობებში შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერს ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია.

„მაგარი ლოგიკა გაქვთ, რა“ - აღნიშნა კალაძემ.

დღის ამბები