ადგილობრივი და საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას ეხმიანებიან. “Human Rights Watch” მიმართავს დამსაქმებელ კომპანიას და მას პროტესტის მონაწილეების მოსმენისკენ, სახელმწიფოს კი შრომითი კანონმდებლობის დახვეწისკენ მოუწოდებს.
"აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები უსაფრთხო და სამართლიანი სამუშაო პირობებისათვის" - წერია განცხადებაში. ანალოგიურ განცხადებას აკეთებს EMC-იც. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ქვეყანაში საბოლოოდ დასაქმებულების ინტერესებზე მორგებული შრომითი კანონმდებლობის შექმნისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი მოთხოვნებია რის კანონიერი, სამართლიანი და საფუძვლიანი. ჩვენი მოთხოვნა არის სახელმწიფოს როლის გააზრება, ქმედითი ინსპექციის ამოქმედება, რომელიც შეამოწმებს არამხოლოდ შრომის უსაფრთხოებას, არამედ შრომის პირობებს და რეალურად შექმნის ქვეყანაში ბერკეტს იმისათვის, რომ ადამიანები აღარ მუშაობდნენ მონურ და ღირსების შემლახავ პირობებში,"- აცხადებს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლელა გვიშიანი.