მთავარ პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. მონაწილეებმა გამოწვევებსა და საკანონმდებლო ცვლილების საჭიროებაზე ისაუბრეს. საგამოძიებო კომისიაში ამბობენ, რომ ამ სამსახურის შექმნა, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული, ხელს უწყობს ბავშვებსა და შშმ პირებზე და ოჯახურ ძალადობაზე მიმდინარე საქმეების გამოძიებას.