17 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
"ვგრძნობთ ჩვენი ხელისუფლებისგან, რომ დათმობითი პოზიცია უკავია" - ქაცარავა დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე 

საგარეო საქმეთა მინისტრი ტელევიზორიდან იგებს, რომ აზერბაიჯანელები დავით გარეჯში გზის გასაყვან სამუშაოებს აწარმოებენ - ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია"-ს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მთავრობა ხალხს დავით გარეჯში არსებულ რეალურ ვითარებას უმალავს.

დავით ქაცარავას თქმით, უკვე რამდენიმე დღეა დავით გარეჯში აზერბაიჯანული მხარე გზის გასაყვან სამუშაოებს ატარებს. ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც შეუჩერებლად მუშაობს, საქართველოს ხელისუფლება კი ქაცარავას თქმით, ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

მისი თქმით, ნათელია, რომ მმართველი გუნდი ამ საკითხთან მიმართებაში დათმობით პოლიტიკას ირჩევს, რაც საზოგადოების პროტესტს გამოიწვევს.

„რამდენიმე დღეა მიმდინარეობს სამუშაოები და იყო კვლავ მცდელობა ამ ინფორმაციის დამალვას. საგარეო საქმეთა მინისტრი ტელევიზორიდან იგებს , რომ აზერბაიჯანული მხარე ინტენსიურად აწარმოებს გზის გაყვანის სამუშაოებს მე ვფიქრობ ეს ზოგადად გამოხატავს ჩვენი ხელისუფლების მიდგომას ამ პრობლემის მიმართ. ასევე არის ძალიან არამეგობრული ნაბიჯი აზერბაიჯანის სახელმწიფოს მხრიდან.

ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ხელისუფლებისგან, რომ დათმობითი პოზიცია უკავია ამ საკითხთან მიმართებაში. მე მივმართავ საზოგადოებას მაქსიმალური აქტიურობისკენ, ვინაიდან ეს ტერიტორია, ეს მიწა-წყალი, ეს საგანძური ჩვენი ქვეყნის, დიახ, საზოგადოებამ, უნდა დავიცვათ,“-ამბობს ქაცარავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები