17 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
აქცია ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ეჭვობენ, რომ ახალაშენებული შენობის გასხვისება იგეგმება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ექიმმა და ექთანმა აქცია გამართა. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტში ახალაშენებული კორპუსის აღჭურვისათვის თანხის ჩადებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შენობა, თითქმის, ერთი წელია დასრულებულია და მედპერსონალი გამიზნულად არ შეყავთ დაწესებულებაში. მათ ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლება რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას გეგმავს კერძო კომპანიაზე.

აქციის მონაწილეები ტელევიზიის საშუალებით პირდაპირ ეთერს ითხოვენ.

ექიმების პროტესტს დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, შეუერთდა.

„დღეს ბათუმელები, აჭარლები, აქაური მედიკოსები ერთად დგანან რესპუბლიკური საავადმყოფოს გადასარჩენად, რომლის წაღება და მითვისება უნდა ივანიშვილის მაფიოზურ კლანს. ჩვენ აქედან ვუცხადებთ ივანიშვილს, რომ არც საქართველოს დავუთმობთ და არც რესპუბლიკურ საავადმყოფოს არ დავუთმობთ. სავადმყოფოები და მედიცინა უნდა ემსახურებოდეს ხალხის ჯანმრთელობას, ნათელ და საღ მომავალს და არა მათ ბიზნესინტერესებს. ეს არ არის ხორცკომბინატი, როგორც მათ წარმოუდგენიათ,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

დღის ამბები