17 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
გადახდილი სახურავები, ჩამოცვენილი სამშენებლო მასალები და დაზიანებული ავტომობილები - სტიქია ბათუმში

სტიქია ბათუმში - ძლიერი ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. საფრთხე შეექმნა ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ორბის მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსებიდან, რამდენიმე წუთის განმავლობაში სამშენებლო მასალა ცვიოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი, რომელიც ხიმშიაშვილის ქუჩაზე იდგა.

მეპატრონეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი განცხადებით, მშენებლობები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები