ხმაური გორში - სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ისინი თავდაპირველად მერიასთან შეიკრიბნენ და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებს გორის მერი შეხვდა და განაცხადა, რომ მინისტრი გორში საღამოს 6 საათისთვის ჩავიდოდა. მერის პასუხმა აქციის მონაწილეები გააღიზიანა. მათ ადგილობრივი ხელისუფლება და სოფლის მეურნეობის მინისტრი ტყუილში დაადანაშაულეს. მოგვიანებით კი ცენტრალურ მაგისტრალთან გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც ცნობილი გახდა, რომ ლევან დავითაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად 4 საათისთვის ჩავიდოდა.
აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრამდე დაშლას არ აპირებენ.