17 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

უბედური შემთხვევა ტყიბულში - მაშველებმა ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს. 

სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა.

ტყიბულში, გარე მოპოვების ერთ-ერთ კარიერზე, სადაც ჩამოშლილმა მიწის მასამ 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა, გვირაბის გამაგრებითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„საძიებო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია. მასში ჩართული იყო ტყიბულის და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების მაშველები ჩამოფრინდნენ შემთხვევის ადგილზე. ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიდიოდა საძიებო სამუშაოები. მაშველების მიერი გამოყვანილია 55 წლამდე მამაკაცის გვამი,“- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯღამაძემ.

დღის ამბები