აქცია ახალდაბის ქუჩაზე - ადგილობრივები გურამიშვილის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსისთვის, წყლის მილების გაყვანის სამუშაოებს აპროტესტებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის წყლის სისტემით დაქსელვის გამო, მათი ქუჩა უნდა გადაითხაროს, რაც მათივე მტკიცებით, საფრთხის შემცველია.
ისინი განმარტავენ, რომ იმ ადგილზე სადაც მრავალსართულიანი კორპუსის წყლის მილი უნდა დაერთდეს, ერთი თვის წინ მიწა ჩამოიშალა, ქუჩის გადათხრა და ამ ტერიტორიაზე წყლის სისტემის გაყვანა კი ახალდაბის ქუჩაზე მაცხოვრებელებს საფრთხეს უქმნის.
ადგილზე დილიდან გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ახალდაბის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს გამგებლის მოადგილეც შეხვდა. იქ იმყოფებიან მერიის უსაფრთხოებისა და ზედამხედველობისა სამსახურების წარმომადგენლებიც.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მერიას წყლის სისტემის გაყვანაზე ნებართვა უკვე გაცემული აქვს, თუმცა მათ ზედამხედველობისა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები დაჰპირდნენ, რომ რისკები თავიდან შეფასდება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.