17 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
გადაიკეტება ჭავჭავაძის გამზირი ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე - კახა კალაძე

თბილისის მთავრობის სხდომა კახა კალაძემ, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტზე საუბრით დაიწყო. თბილისის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა დღეს საღამოს გადაიკეტება და ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება. დედაქალაქის მერის განცხადებით, სამუშაოები 15 მილიონი ლარი ჯდება.

„დღეს საღამოდან უკვე კონკრეტულ ლოკაციაზე შეიზღუდება მოძრაობა. ეს არის ვარაზის ხევიდან პიქსელის შენობამდე, ანუ ატენის ქუჩამდე. გვინდა, რომ მთლიანად მოხდეს ქუჩის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი იქნება მიწისქვეშა კომუნიკაციები. გუშინდელმა სეტყვამ და წვიმამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როცა ფუნდამენტურად ვახორციელებთ რეაბილიტაციას. იმის გამო, რომ კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში, მთლიანად ჭავჭავაძის გამზირს ვერ გადავკეტავდით, ამიტომ მოხდება ლოკაციების შერჩევა და გადაკეტვა კონკრეტული ადგილების,“-განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები