17 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ეს იყო მესიჯი - ჩვენ გვეშინია კომისიის შექმნა - მალხაზ მაჩალიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს

"უარის თქმით, ამათ მთელ საზოგადოებას, მთელ საქართველოს უთხრეს, რომ ეს იყო ის მესიჯი, ჩვენ გვეშინია ამის შექმნა" - ასე გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის საქმეზე პარლამენტის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივის ჩაგდებას.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დავალებაა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი აპირებს, რომ ბრძოლა ბოლომდე გააგრძელოს, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავს. 

„ეს არის პირდაპირ ივანიშვილის უარი. რასაც კი შევძლებ აქ საქართველოში, საზღვრებს გარეთ, ნებისმიერთან კონტაქტში ყველაფერს გავაკეთებ. ძალიან დიდი მასშტაბით გავაკეთო აქციები და შევეწინააღმდეგო აქციებით ამ ადამიანებს. სტრასბურგის სასამართლოს აუცილებლად მივმართავთ და სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად, თითქმის, ყველაფერი მზად არის,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

30 მომხრე და 3 წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო. დადგენილების მისაღებად 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. წინააღმდეგ წავიდა „ქართული ოცნების“ სამი დეპუტატი. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის ახალგაზრდის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა ოპოზიციამ მოითხოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები