„მედია ეკუთვნის ხალხს და არა ხელისუფლებას“ - რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერი აქცია სტრასბურგში. პერმანენტული აქციები დღეიდან დაიწყო. "დაიცავი რუსთავი 2" - ამ ლოზუნგით ქართველი ემიგრანტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ორი კვირის განმავლობაში შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტს.
აქციის მონაწილე ემიგრანტების თქმით, „რუსთავი 2“ არის ერთადერთი დამოუკიდებელი მედია ქვეყანაში და მისი დახურვით საქართველოში გაქრება დემოკრატია.
„ჩვენ წინააღმდეგი ვართ იმისა, რომ საქართველოში თავისუფალი მედია კონტროლდებოდეს ხელისუფლების მხრიდან. მედია ეკუთვნის ხალხს და არა ხელისუფლებას,“ - ამბობს აქციის მონაწილე, გიორგი მეტრეველი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "რუსთავი 2" საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი მედია საშუალებაა.
„რუსთავი 2 არის საქართველოში არის დღეს ერთ-ერთი თავისუფალი მედია, რომლისაც გვჯერა, რომელსაც ვუსმენთ და საიდანაც ვიგებთ სწორ ინფორმაციას... აქედანაც მივაწვდით ყველას ხმას, რომ "რუსთავი 2" არის საქართველოში ერთ-ერთი დამოუკიდებელი ტელევიზია დღეს“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე: