ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტმა ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ ბავშვებს უმასპინძლა. საქართველოს სხვადსხვა რეგიონიდან ჩამოსულ 70-მდე მოსწავლეს თანამედროვე კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი შეხვდა. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.