18 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
"ევროპული საქართველო“ შეწყალების საქმეზე დადგენილების პროექტს ხვალ ბიუროს სხდომაზე წარადგენს

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

დეპუტატების ნაწილი პრეზიდენტის მიერ 28 ოქტომბერს განხორციელებულ შეწყალებაში შესაძლო კორუფციული სქემაზე საუბრობს.

მათივე თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების მიუხედავად, ამ დრომდე არ გამოკითხულა საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტისთვის არ წარუდგენია შუალედური ინფორმაცია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს"  წევრი სერგი კაპანაძე აღნიშნავს, პრეზიდენტი უპასუხისმგებლოდ მოექცა შეწყალების უფლებას. მან შეიწყალა პოლიციელის მკვლელი, ეს ითხოვს რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან, როგორც სერგი კაპანაძე აღნიშნავს, პროკურატურას მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოში განხორციელებულ შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, ვინაიდან შეწყალებულთა შორის არიან პოლიციელის მკვლელობისთვის, ასევე გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული და ძებნილი პირები.

საზოგადოების პროტესტის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და შეწყალების საკითხთან მიმართებაში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დააანონსა.

დღის ამბები