18 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
აგვისტოს ომისას რუსეთის საინფორმაციო ომის მთავარი "გამხმოვანებელი" გენერალი ნოგოვიცინი 67 წლის ასაკში მოკვდა

რუსული და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მედია 67 წლის ასაკში რუსეთის არმიის გენერალ-პოლკოვნიკის, ანატოლი ნოგოვიცინის სიკვდილის შესახებ იტყობინება.  ნოგოვიცინი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი იმით გახდა, რომ ის 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეგულარულად მართავდა პრესკონფერენციებს, რაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის საინფორმაციო ომის ნაწილად იქცა.

ნოგოვიცინი რუსეთის ხელისუფლებას წითელი ვარსკვლავის ორდენით ჰყავდა დაჯილდოებული - "სამხედრო დამსახურებისთვის", ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას კი ღირსების ორდენით.

დღის ამბები