საკანონმდებლო ორგანოში დღეს ვანო ზარდიაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი განიხილება.
საკითხზე წესების კომიტეტში იმსჯელებენ, შემდეგ კი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე გაიტანენ.
ზარდიაშვილს პარლამენტში თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს.