"ქართული ოცნების" წევრმა კარლო კოპალიანმა პლენარული სხდომის მიმდინარეობისას საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სასაუბროდ გამოყოფილი დრო, წინა ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. კოპალიანის თქმით, ოპოზიციის პათოსი, კანონპროექტის მომხრეებსაც უკარგავს მხარდაჭერის სურვილს.
"ოპონენტებს, რომ ვუსმენ ისეთი პათოსით გველაპარაკებიან, რომ ვისაც გადაწყვეტილი აქვს აღნიშნულ ცვლილებაზე ხმის მიცემა იმათაც გადაიფიქრონ მე მგონი. ვერავითარი პროპორციული სისტემა ვერ უშველის დემოკრატიის განვითარებას, სანამ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები და ამ რეჟიმის შემქმნელები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემული," - განაცხადა კოპალიანმა.