აქციაზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ერთ-ერთი პირი აქციის მონაწილეს დაუპირისპირდა. პოლიცია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აქციაზე ვინმეს დაკავება მოხდა. მთაწმინდა-კრწანისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის თქმით, გოგა მემანიშვილის თქმით ნასვამი პიროვნება, რომელიც კონფლიქტში შევიდა აქციის მონაწილესთან ტერიტორიას განარიდეს.
პირის გაყვანის დროს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეს,რომელიც მედიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრობდა, მოქალაქემ სახეში დაარტყა, შემდეგ კი იგივე პირი ეცადა აქციის სხვა მონაწილისთვის დროშა წაერთვა. რა რეაგირება ჰქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას ჯერჯერობით უცნობია.