"დაბოქლომების" აქცია გაიმართა შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ადგილზე მისულ საინიციატივო ჯგუფის წევრებს 30-მდე სამართალდამცავი დახვდა. მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, აქციის მონაწილეებმა ბოქლომი რეზიდენციას მაინც დაადეს. ისინი პროპორციული სისტემით არჩევნების ჩაშლას აპროტესტებენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. საინიციატივო ჯგუფის წევრები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.