"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე, პარლამენტის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვის შემოვლების მცდელობისას სამართალდამცველებს მიმართა და დაპირდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არცერთ უკანონო დავალებას არ მიიღებენ.
"კარგად მესმის, რომ ხალხის სამსახურში ხართ და ამ ყველაფერს გაიძულებენ, მაგრამ ეს ყველაფერი, გპირდებით, მალე დასრულდება და ჩადგებით ხალხის სამსახურში.
საქართველოს გავათავისუფლებთ პოლიტიკური პოლიციისგან, პოლიტიკური დავალებებისგან, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, თქვენ არ მიიღებთ არცერთ უკანონო დავალებას. ამიტომ გთხოვთ, წინ ნუ გადაგვიდგებით, ერთიანები ვართ და ნურც თქვენ დაგვეჭიდებით, მშვიდობიანად გავაგრძელოთ პროტესტი," - მიმართა გიორგი ვაშაძემ აქციაზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულ სამართალდამცველებს.