ევროკავშირის ელჩის განცხადებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა უკიდურესად აუცილებელი და სასწრაფოა. ელჩის თქმით, ხვალინდელ შეხვედრას აუცილებლად დაესწრებიან საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებიც:
"სიტუაცია დიალოგის ფორმატში უნდა გადავიდეს, შეხვედრა ხვალ გაიმართება. ვფიქრობთ რომ ეს უკიდურესად აუცილებელი და სასწრაფოა. აუცილებელია ყველაფერს დეტალურად დავაკვირდეთ. დღის წესრიგში განსახილველი თემა იქნება როგორც საარჩევნო სისტემა, ე.წ გერმანული მოდელი თუ სხვა. ასევე ფართო ჭრილში განვიხილავთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. შეხვედრაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები. მოუთმენლად ველით ამ დიალოგს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ფორმატი გაამართლებს.
გამოხატვის თავისუფლებას მხარს ვუჭერთ თუმცა გავიმეორებთ, რომ ეს უნდა მოხდეს კონსტიტუციის ფარგლებში, ეს არის ამ საკითხზე ჩემი პრინციპული პოზიცია," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.