გაეროს გენერალურმა ასამბლეამ COVID-19 თან ერთობლივი ბრძოლის შესახებ რეზოლუციის რუსული ვარიანტი ჩააგდო.
გაეროს წევრი ქვეყნები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ინფორმაციის, სამეცნიერო მონაცემებისა და გამოცდილების გაცვლის საკითხზე შეთანხმდნენ.
რუსეთი დეკლარაციის საკუთარი ვერსიის გატანას მოითხოვდა. დოკუმენტის რუსულ ვერსიაში პანდემიის პირობებში სანქციების მოხსნაზე იყო საუბარი. რეზოლუციის ჩაგდებას მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინამ, საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ.
გაეროში რუსეთის მუდმივი მისია იმ ქვეყნებს, ვინც რეზოლუციის პროექტი დაბლოკა, მოუწოდებს წარმოადგინონ ახსნა-განმარტებები საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. "საქართველომ და უკრაინამ ამ პროცესში სჯობს თავი არ შეიწუხონ, რადგან მათი პოლიტიზირებული არგუმენტები არაფრის მომცემია" - აცხადებენ რუსი დიპლომატები.