ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირში მცხოვრები ხანდაზმულები, შესაძლოა, იზოლაციაში წლის ბოლომდე დარჩნენ.
ის იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის ლაბორატორიები ვაქცინის შემუშავებას მალე შეძლებენ.
ევროპაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის კლების პარალელურად, სტატისტიკა იზრდება იაპონიაში.
ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ის 714 შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მეხუთე დღეა, იაპონიაში შემთხვევები რეკორდულად იზრდება.
იაპონიაში ახალ კორონავირუსს უკვე 109 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით COVID-19 სულ 7 460 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის 712 შემთხვევა საკრუიზო გემთან, "დაიმონდ პრინცესთან" არის დაკავშირებული.