26 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
ავსტრიასა და ესპანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება

ავსტრიასა და ესპანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნა დაანონსდა. დღეს ავსტრიაში ათასობით მაღაზია გაიხსნა. ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და რამდენიმე დღეში საყოფაცხოვრობო, ტექნიკისა და მცირე ზომის სავაჭრო ობიექტებიც გაიხსნება.

სკოლებში სასწავლო პროცესი კი, მაისის შუა რიცხვებში განახლდება.

ავსტრიის კანცლერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დროა, ქვეყანაში ეკონომიკური ცხოვრება თავიდან დაიწყოს.

ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის 14 ათასზე მეტი შემთხვევაა, ვირუსს 368 ადამიანი ემსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ყველაზე მკაცრი კარანტინი ესპანეთში მოქმედებს, ქვეყანამ კომპანიების ნაწილს მუშაობის განახლების უფლება მისცა. მუშაობა გაანაახლა მეტრომაც. ესპანეთში ინფიცირებულთა რიცხვი 173 ათასს აღწევს, დაღუპულთა რაოდენობა კი 18 ათასს გაცდა.

დღის ამბები