18 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
ვისწავლოთ ცხოვრება პანდემიასთან ერთად აქ და ამჟამად - ფსიქოლოგი

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დარეჯან ჯავახიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ დროებით გვერდზე გადადონ დაგეგმილი გეგმები და მიიღონ ის რეალობა, რომელიც არსებობს.

როგორც ფსიქოლოგმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განმარტა, საზოგადოებაში მომატებულია შფოთვა, ადამიანებმა წინასწარ არ იციან რა იქნება მომავალში, შეიცვალა მათი გეგმებიც.

თუმცა ფსიქოლოგის რჩევაა, რომ ამ ეტაპზე, არსებული გამოწვევები ადამიანებმა მიიღონ და ნაკლებად ინერვიულონ მომავალ გეგმებზე.

"ყველა ადამიანს აქვს თავისი დაძლევის სტრატეგიები, ეს პოტენციალი არის თითოეულ ჩვენგანში. თუ რაღაც დისკომფორტია ოჯახში, შესაძლებელია ახლა მოგვეცეს შანსი, რომ ამაზე დავფოკუსირდეთ და წესები შევცვალოთ. თუ ეს ძალადობრივია, ადრეულ ეტაპზევე ჯობია ჩარევა და ამუშავდენენ ორგანიზაციები. ყოველი უთანხმოების პარალელურად, არის შანსი ურთიერთოებების გადახალისების.

ამპარტავნებაზე ვიმუშაოთ, ვერ დაგეგმავ 10 თვით ადრე ყველაფერს. ვისწავლოთ ცხოვრება ამასთანა ერთად აქ და ამჟამად, ეს არის დღევანდელი ფორმულა და ასევე, ის პრობლემები ვმართოთ აქ და ამჟამად. ხვალინდელს ხვალინდელი დღე მოიტანს. რასაც მთელი ცხოვრება გვასწავლიდნენ, რომ უნდა დაგეგმო მთელი ცხოვრება, ცოტა ხანი უნდა გადავეწყოთ ამ წესისგან. შევხედოთ ამ სიტუაციას, როგორც შანსს იმისა, რომ შევცვალოთ რაღაცეები," - განაცხადა დარეჯან ჯავაშვილმა.

 

დღის ამბები