18 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
სააღდგომო დღესასწაულებმა შესაძლოა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაზარდოს - Associated Press

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება Associated Press.

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ სააღდგომო დღესასწაულებმა შესაძლოა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაზარდოს, მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს სახლში დარჩენისკენ არ მოუწოდებს.

საერთაშორისო გამოცემის ცნობით, სახელმწიფომ სასულიერო პირებს ლიტურგიის ჩატარების ნებართვა თავად მისცა. ღვთისმსახურების მხრიდან მრევლს შორის დისტანციის წესების დაცვის მოთხოვნის მიუხედავად, შაბათის შეკრებაზე აღნიშნული ვერ მოხერხდა, რასაც მედიის გადაღებული კადრებიც ადასტურებს.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყება საზოგადოებას აქტიურად მოუწოდებს უარი თქვან ეკლესიაში წასვლაზე.

დღის ამბები