აღდგომის ღამეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები 230-მა ადამიანმა დაარღვია. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმებულია 71 მოქალაქე.
68 პირი დაჯარიმდა სოციალური დისტანციისა და საჯარო სივრცეში შეკრების გამო. 91 პირი კი, მგზავრთა გადაყვანას ავტომობილით გადაადგილებას წესების დარღვევით ცდილობდა.