დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის მიერ შედგენილი მკურნალობის მეთოდს სრულად ენდობა.
ის გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლს ეხება - კერძოდ კი მედიკამენტ "პლაქვენილის" გამოყენებას.
გამყრელიძის თქმით, თავის შვილს სწორედ ამ მეთოდით უმკურნალეს და ამიტომაც გამოჯანმრთელდა შედარებით მალე.
"მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს შვილს უმკურნალეს სწორად, იმიტომაც სწრაფად გამოჯანმრთელდა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აქვე აღნიშნა, რომ თენგიზ ცერცვაძის საქმანობის არაჯანსაღი კრიტიკა სრულიად მიუღებელია.
ამავე თემაზე : პლაქვენილი, დემოკრატიისა არ იყოს, არ არის საუკეთესო, მაგრამ დღეს არსებულ ასორტიმენტში საუკეთესოა - თენგიზ ცერცვაძე