არჩევნები იყო კონკურენტული და ამომრჩევლებმა ფუნდამენტურ თავისუფლებას პატივი სცეს - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და NATO-ს წინასწარი დასკვნებისა და შეფასებებს ეყრდნობა. ევროკავშირის განცხადება, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნებზე იყო ხარვეზები, ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები, რაც პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს ყველა საჩივარი გამჭვირვალედ, სამართლიანად და მკაცრად განიხილოს.
"მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე განაგრძობს დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვას, ასევე ადამიანის უფლებების პატივისცემას. თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემოს შექმნის პირობების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია,იმისთვის რომ ამომრჩეველს სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს," - წერია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.