"ქართული ოცნების" დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ვოლსკი "ღამის კურიერში" აღიარებს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევებს ჰქონდა ადგილი, თუმცა ამას საბოლოო შედეგებზე ზეგავლენა არ შეიძლება ჰქონოდა.
გია ვოლსკი "რუსთავი 2-ის" ეთერში აღნიშნავს, რომ რამდენიმე უბანში, თუ რაღაც დარღვევების ფაქტი დაფიქსირდა, ეს ის არ არისმ რაც ქართულ საარჩევნო სისტემას ახასიათებს. გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია შევა და პოლიტიკურ ასპარეზში მიიღებენ მონაწილეობას.
"ფაქტია, რომ ასეთი რამეები იყო, ამბობენ, მაგრამ ამას არ შეიძლება რაიმე ზეგავლენა ჰქონდეს მთლიან შედეგებზე - ეგ ერთი დასკვნაა, მაგრამ მეორეა მთავარი საკითხი: ეს ისე კი არ არის, რომ ჩვენ ავდექით ახლა სამივემ და აი ამერიკამ ახლა ესე თქვა და მისმა განცხადებამ ჩვენ გადაგვარჩინა. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა ევროკავშირის განცხადებაა, ევროსაბჭოს, ცალკეული ქვეყნების განცხადებები, რომლებიც ჯერ ეს ერთი ზუსტად ხედავენ, რომ იქ 5 000-მდე თუ 4 000-მდე საარჩევნო უბანია და აქედან გამომდინარე, თუ რამდენიმეში რაღაც მოხდა, ეს არ არის ის, რაც ქართულ საარჩევნო სისტემას ახასიათებს ეგ ერთი და მეორე ზუსტად იციან და სიღრმისეული ანალიზიდან გამომდინარე, ჯერ ეს ერთი, დარღვევების ანალიზიც გააკეთეს და ობიექტურად შეაფასეს, მაგრამ აქ არის კიდევ მეორე პოლიტიკური დიდი ასპექტი ვის უნდა არეულობა ამ სიტუაციაში, იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ ჯგუფში შეიკრა და ჯერ ფაროსანათი ვერ მოგვერივნენ, მერე უნდოდათ სანქციები ამერიკიდან, კონგრესი, სენატის დაპირისპირება, ვერ გააკეთეს, ვერ მიაღწიეს იმას, რომ აირიოს ქვეყანა - ესენი ზუსტად ხედავენ ამერიკელებიც და ევროკავშირიც.
ვვარაუდობ, რომ ოპოზიციიდან ყველა შევა იმიტომ, რომ ჩვენ როცა ტელევიზიაში ვართ და რაღაც საკითხებზე ვმსჯელობთ პოლიტიკური არსებების შთაბეჭდილებას ვტოვებთ და იქ ადგილების, პროცენტების განაწილებაზეა საქმე. აქ არის საუბარი მსოფლიო ომის ნაწილზე, რომელსაც საქართველო წარმოადგენს და არ არსებობს, არ დაუშვებს მსოფლიო იმას, რომ აქ რუსული სცენარით აირიოს სიტუაცია. მემგონი სერიოზული ზეწოლა ექნებათ ოპონენტებს ჩენი პარტნიორი ქვეყნებიდან და არსებობს ისეთებიც, ვისაც არ სჭირდებათ ზეწოლა, ვთქვათ მგონია, რომ შემოვლენ პოლიტიკურ ასპარეზზე პარლამენტში გარკვეული პარტიები, რომლებიც, "ნაციონალურ მოძრაობაზე" არ მაქვს ლაპარაკი - ,," - განაცხადა გია ვოლსკიმ.