17 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
"ევროპული საქართველო" პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

"ევროპული საქართველო" პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, ამის შესახებ პარტიის ოფისში მიმდინარე ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. 

"ევროპული საქართველო" უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომელის არჩევის ლეგიტიმურობას ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ, მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურებში" - აღნიშნა ბაქრაძემ. 

მისი შეფასებით, არჩევნების გასაყალბებლად სისტემის მანქანა მუშაობდა და ვერ ჩაითვლება თავისუფალ არჩევნებად.

"ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება -"ევროპული საქართველო" უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე.

ჩვენ საქმე გვაქვს ხალხის ნების ფუნდამენტურ დამახინჯებასთან. მე მივმართავ სხვა ოპოზიციურ პარტიებს და იმედი მაქვს, რომ მათ პოზიციასაც მალე მოვისმენთ,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები