"ქართული ოცნების" ლიდერების ეუთო/ოდირთან შეხვედრა დასრულდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განაცხადებით, უცხოელი პარტნიორების საერთო მოსაზრებაა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს.
"შეხვედრაზე მათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიმეორეს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია საერთო მოსაზრება, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს.
"ქართული ოცნება" არის მოწოდობეული, რომ პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ასევე პატივი სცენ საზოგადოების არჩევანს და იმ შედეგებს, რასაც ცესკო გამოაცხადებს,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.