ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებით, არჩევნებისთვის საკანონმდებლო ბაზის და ადმინისტრაციული პროცედურების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები არჩევნების დღის კონკრეტულმა დარღვევებმა გადაფარა.
საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშში ორგანიზაცია ასახელებს კონკრეტულ მიზეზებს, მათ შორის, არის შედეგების ოქმებში ხარვეზები, საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ შესაძლო დაშინების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია, შედეგების დაგვიანებული გამოქვეყნება და წინასაარჩევნოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუდმივი განცდა.
დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების დღეს ხმის მიცემა, ძირითადად, კანონით დადგენილი წესების შესაბამისად მიმდინარეობდა.
"ენდიაის" შეფასებით, ქვეყნისთვის შემდეგი გამოცდა საჩივრების განხილვის სანდო და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფა და არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან, უსაფრთხო და დაშინებისგან თავისუფალ გარემოში ჩატარება იქნება.